27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი - "კურიერის" რეპორტაჟი ადგილიდან, რომელსაც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა სპეცსამსახურები განსაკუთრებულად იცავენ

"კურიერი" კატარიდან, ზუსტად იმ სტადიონიდან, სადაც ორ დღეში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. არგენტინა და საფრანგეთიც მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულის მოპოვებას მესამედ შეეცდებიან. დიდიე დეშამის გუნდი ჩემპიონობას ზედიზედ მეორედ აპირებს, სამხრეთ ამერიკული გუნდი კი, ლეო მესის ლიდერობით 1986 წლის შემდეგ კვლავ ეცდება ხელში მუნდიალის თასი აიღოს.

კატარის დედაქალაქში, სადაც ზეგ ფინალი უნდა გაიმართოს, უკვე ჩავიდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, რომელთა შორის ჰოლანდიელი ვანდერ საარი, ბულგარელი სტოიჩკოვი და კამერუნელი ნ ჯიტაპი არიან.

"კურიერის" კამერამ ყველა მათგანის გადაღება შეძლო და იმ სასტუმროში შევიდა, სადაც ფიფას მაღალჩინოსნები ლეგენდარულ ვარსკვლავებთან ერთად ცხოვრობენ. რეპორტაჟი ადგილიდან, რომელსაც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა სპეცსამსახურები განსაკუთრებულად იცავენ. მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

 

 

დღის ამბები