"რუსთავი 2" დღეიდან მაყურებელს ყველაზე გემრიელ და სურნელოვან გადაცემას სთავაზობს. "შეფ გეიმი" - ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ერთმანეთს პირველობაში უკვე პოპულარული შეფ მზარეულები შეეჯიბრებიან.
ყოველ გადაცემაში მთავარ კერძს გადაცემაში მოწვეული სხვადასხვა ცნობილი ადამიანები შეაფასებენ და გამარჯვებულს გამოავლენენ. პროექტში მონაწილე მზარეულებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფი გურამ ბაღდოშვილი დაეხმარება და ამავე დროს წამყვანობასაც შეითავსებს.
"შეფ გეიმის" მოწვეული ერთი სტუმარი, კერძს, რომლის მომზადებაც შეფ მზარეულებმა უნდა შეძლონ, თავად ირჩევს და თავადვე აფასებს. სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი - ჟიურის სკამზე გადასულმა ცნობილმა სტუმარმა სამივე საკვები ობიექტურად უნდა შეაფასოს.
"შეფ გეიმი" კულინარიული შოუა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. გადაცემას მაყურებლისთვის "რუსთავი 2"-ის გუნდი ორიგინალური სცენარით ამზადებს. ამბობენ, რომ შეფების კულინარიული შერკინება სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება.
"შეფ გეიმს" "რუსთავი 2"-ის მაყურებელი ყოველ პარასკევს, 22:30 საათზე იხილავს.