27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ერთი დღე დარჩა - სარაგბო კლუბი "შავი ლომი" ხვალ თბილისში თელ-ავივის ჰიტს შეერკინება

ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ზუსტად ერთი დღე დარჩა. სარაგბო კლუბი "შავი ლომი", რომლის ძირითადი შემადგენლობაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ხვალ თბილისში, თელ-ავივის ჰიტს შეერკინება. ქართველ მორაგბეებს ხვალ ურთულესი მატჩი ელით. ისრაელის კლუბთან "შავმა ლომმა" ფინალამდე ერთი შეხვედრა დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში, ქართული სარაგბო კლუბი უკვე მეორედ არის, ფინალური მატჩი კი თბილისში პირველად ტარდება. ქართველმა რაგბისტებმა დღეს კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, სპორტსმენები რევანშისთვის ემზადებიან. ახლა ყველაზე მეტად ქართველ რაგბისტებს სტადიონზე გულშემატკივრის მხარდაჭერა სჭირდებათ, მორაგბეებს იმედი აქვთ, რომ ჩემპიონობას ავჭალის სტადიონზე, სრული ანშლაგით აღნიშნავენ.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი. 

დღის ამბები