IT, საფინანსო, სადაზღვევო და სამშენებლო სექტორები - ეს ის ოთხი მიმართულებაა, სადაც მოქალაქეებს ანაზღაურება ყველაზე მეტად გაეზარდათ.
განახლებული მონაცემები დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 226 ლარით გაიზარდა. ანაზღაურება 17 პროცენტით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შრომის ბაზრის გაუმჯობესებულ ტენდენციებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც.
ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო აქტივობაზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციაში. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ხელფასის მატება პირდაპირ კავშირშია სამუშაო ძალის გაზრდასთან.
მაღალი ხელფასი რომ დასაქმებას უფრო მოთხოვნადს ხდის - ადასტურებენ ექსპერტებიც. ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკის მაჩვენებლების ზრდა შრომის ბაზარზეც აისახება.
ექსპერტების შეფასებით, ეკონომიკის მაღალი მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია გაზრდილ ანაზღაურებასთან. ამბობენ, რომ საქართველოში საშუალო ანაზღაურებასთან ერთად გაზრდილია სახელფასო ფონდიც.