27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
"დამზადებულია საქართველოში" - ფოთში შეკერილი ფორმებით, ორ დღეში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის დამარცხებას შეეცდება

დამზადებულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოსთვის - ფოთში შეკერილი ფორმებით ზუსტად ორ დღეში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის დამარცხებას შეეცდება. კომპანია "აჭარა ტექსტილმა" გასულ წელს, სულ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის 150 000 წყვილი ფორმა შეკერა, რომელიც სპორტული გიგანტის NIKE-ის შეკვეთა იყო.

საფრანგეთის გარდა, საქართველოში დამზადებული ფორმები, პოლონეთის, ხორვატიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ფეხბურთელებმაც მოირგეს. ფეხბურთელების გარდა კატარში ფოთში შეკერილი საფეხბურთო მაისურებით საკუთარ გუნდებს ამხნევებდნენ გულშემატკივრებიც. რამდენად იღბლიანია საქართველოში დამზადებული პროდუქტი ეს 18 დეკემბერს გამოჩნდება, ფაქტად კი ის რჩება რომ "აჭარა ტექსტილი" მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ტანისამოსით, უკვე წლებია, 33 გუნდსა და ნაკრებს ამარაგებს.

დღის ამბები