27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
წლების განმავლობაში "ქართული ოცნება" ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა და დაიცვა თავისუფლება - ნიკა მელია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკური შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა. როგორც ის აცხადებს, წლების განმავლობაში "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ სამხედროებს ბრალს სდებდა, თუმცა მისივე თქმით, არც ერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა:

"მთელი ამ წლების განმავლობაში, "ქართული ოცნება" ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, რომ არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც მიზანმიმართულად იმეორებდა რუსული სატელიტი "ქართული ოცნება". სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ცდილობდა ბრალი მიხეილ სააკაშვილს და ქართველ სამხედროებს დასდებოდათ. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. არც ერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

დღის ამბები