27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება კანონის დაცვით მოხდა. მინისტრის თქმითვე, კადრების გასაჯაროებისას თანაზომიერების პრინციპი დაცული იყო.

"კადრების გასაჯაროებისას და პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მეხუთე მუხლის "ზ" ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის შემთხვევაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით მღელვარების გამოწვევა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სწორედ ამის ასარიდებლად მოხდა კადრების გასაჯაროება. ჩვენ დავიცავით თანაზომიერების პრინციპი, რომლის თანახმადაც, მივიღეთ პროპორციული ზომები. იგივე სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, მათ შორის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლში. თუ ვინმეს არ მოსწონს სამართლებრივი საფუძველი, ამისთვის შესაბამისი გზები არსებობს, რომელიც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობაში და შეუძლიათ, მიმართონ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს თავდაყირა დაყენების მცდელობას, ამის უფლებას ვერავის მივცემთ," -  განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები