"ოთხი ქალი, ოთხი რეალობა" - 18 დეკემბრიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახალი ჯგუფური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციის პარალელურად მოეწყობა კლასიკური მუსიკის საღამოები, დამთვალიერებელს საშუალება ექნება 4 მხატვრის ნამუშევრების ხილვის პარალელურად, იტალიიდან ჩამოსულ ცნობილ პიანისტს, ალექსანდრ გაჯიევს, ოპერის კამერატას და 12 წლის კომპოზიტორ ცოტნე ზედგენიძეს მოუსმინოს.