27 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
ოპოზიციის ინტერესია, საქართველომ "ქართული ოცნების" პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ინტერესია, საქართველომ "ქართული ოცნების" პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

"მათი უფრო რადიკალური მოწოდებები ერთმანეთის მიმართ და დავალებები აღრმავებს იმ ნაპრალს, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენი უცხოელი მეგობრებიც წუხან ხოლმე. რა თქმა უნდა, ცალმხრივად ასეთი პრობლემების მოგვარება არ გამოდის. რაც კი ცალმხრივად შეიძლება გადაწყდეს, ყველა ვხედავთ, რომ აბსოლუტური სიზუსტით წყდება ხოლმე, როგორც კი საჭირო ხდება ხოლმე მეორე მხარის ჩართულობა, არც ერთი საკითხი მარტივად არ გვარდება. მათი ინტერესია, საქართველომ "ქართული ოცნების" პირობებში კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები