ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე სიტყვით გამოსულიყო, არ დააკმაყოფილა. ამასთან, ამერიკული გამოცემა CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინასა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკი ცდილობს გამოიყენოს ყველა პლატფორმა და ფესტივალი, მათ შორის გრემისა და კანის კინოფესტივალები, ასევე ეწერება სხვადასხვა ცნობილ ჟურნალისტებს და მსახიობებს იმისთვის, რომ მსოფლიოს თავად ამცნოს უკრაინაში არსებული ვითარება.