ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუში“ გიგანტური აკვარიუმი გასკდა. ინფორმაციას ავრცელებს „ბიბისი". მათივე ცნობით, 14-მეტრიან აკვარიუმში 1 500 ტროპიკული თევზი ცხოვრობდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი, დაიტბორა სასტუმროს ტერიტორია და მიმდებარე ქუჩები.
სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.