ბოგოტაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
109 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძემ ატაცში 170 კილოგრამი დააფიქსირა და მე-6 ადგილზე გავიდა. აკვრაში კი 210, 217 და 219 კილოგრამი დაძლია. ორჭიდის ჯამში ჩხაიძემ 389 კილოგრამი დააფიქსირა და ორივე დისციპლინაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.