27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიაში შეხვედრებს განაგრძობს - ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა იაპონელ კოლეგასთან უკვე გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იაპონიაში - ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა იაპონელ კოლეგასთან, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრთან, საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტთან და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული კონტაქტები, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ ეკონომიკურ განვითარებაზე და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე.


დღის ამბები