27 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
"ბოჰემას" პრემიერა - ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ახალ დადგმას წარმოადგენენ

საოპერო მომღერლების ახალი თაობა, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ცნობილ ოპერა "ბოჰემას" ახალ დადგმას წარმოადგენენ. სცენაზე პარიზის ლათინურ კვარტალში მცხოვრები ახალგაზრდა არტისტების ცხოვრება და ისტორია გაცოცხლდება. ფრანგი მწერლის მიურჟეს რომანზე დაფუძნებული ოპერის პრემიერა 1896 წელს იტალიის ქალაქ ტურინში შედგა.

ბოჰემის პოპულარობიდან გამომდინარე ის თბილისში 2 წელიწადში ჩამოიტანეს. მე-19 საუკუნის ოპერიდან არიებს სოლისტთა ნაწილი პირველად შეასრულებს, დირიჟორობას კი კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი გაუწევენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენის ნახვა მსმენელს 16 დეკემბრიდან შეეძლება.

დღის ამბები