27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
რეგიონში ყველაზე მასშტაბური IT ჰაბი - ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობა ახალ დატვირთვას შეიძენს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს ევროპული ტიპის განათლებას ადგილზე სთავაზობს. უკვე გარკვეულია, რომ უნივერსიტეტი  იმ საერთაშორისო IT ჰაბის პარტნიორი გახდება, რომელიც ისტორიულ ქალაქში უნდა შეიქმნას. საერთაშორისო გამოცდილება ახალგაზრდებს შანსს მისცემს გლობალურ, თანამდეროვე პროექტებზე რეგიონშივე დასაქმდნენ.

IT ჰაბი ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება და 5 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობაც აღდგება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. გლობალური ჰაბის შექმნის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, ქართველი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობაა.

ექსპერტები ქვეყანაში აიტი ჰაბის შექმნას პირდაპირ უკავშირებენ ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. მიაჩნიათ, რომ გლობალური ცენტრის მოწყობა განაცხადია, საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. 

ქუთაისში, პარლამენტის შენობაში IT ჰაბის შექმნის საკითხზე საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები ებრაულ კომპანიასთან უკვე დაწყებული აქვს.  

 

დღის ამბები