27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
მმართველი პარტიის ლიდერები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სავარაუდო კორუფციის შედეგს უწოდებენ - როგორ აფასებენ რეზოლუციას ოპოზიციაში 

მმართველი პარტიის ლიდერები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სავარაუდო კორუფციის შედეგს უწოდებენ. საუბარია 22 გვერდიან დოკუმენტზე, რომელიც ევროპის საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს შესახებ მიიღო. ტექსტის შესწორებებში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიაზე.

პარლამენტი ქვეყანაში ევროკომისიის პრიორიტეტებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, თუმცა ამავდროულად დემოკრატიის შეფერხებაზე აკეთებს აქცენტს. ევროპარლამენტარები პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილისთვის გარკვეული დათქმებით სანქციების დაწესებას ითხოვენ. "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ რეზოლუციის ტექსტზე გავლენა დაფინანსებულმა ლობისტებმა მოახდინეს.

დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო ევროკავშირისთვის - ასეთია ოპოზიციის ნაწილის შეფასება გუშინ მიღებულ რეზოლუციაზე. პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროპული პერსპექტივა ქვეყანას მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში იქნება.

განსხვავებულია პარტია "მოქალაქეების" პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ დაფიქრებისა და რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ოპონენტებსა და კრიტიკულად განწყობილ ევროდეპუტატებს, დღეს აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც უპასუხეს. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ტექსტს შესწორებების შემდეგ მხარი თავად ავტორმა, სვენ მიქსერმაც კი არ დაუჭირა. კულტურის მინისტრის აზრით, შესწორებებში არსებული მოთხოვნები პარადოქსულია.

ევროპის პარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დათქმებით და შესწორებებით ერთი დღის წინ მიიღო.

 

დღის ამბები