27 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს.

განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის ოფისი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. 

აპარატი განმარტავს, რომ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება. 

"ჩვენმა ექსპერტმა ჯგუფებმა შეაფასეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული გართულება აღენიშნებოდა პატიმარს ბოლო ორი თვის განმავლობაში და შესაბამისად, ის კადრები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა, ასახავს სწორედ ამ ორი თვის წინანდელ პერიოდს, რომელიც ბუნებრივია, დღეს არსებულისგან სრულიად განსხვავებულია. 12 დეკემბრის კადრი არის დაახლოებით მთლიანი ჩანაწერის დაახლოებით 4%, დაახლოებით 20 წამი ეთმობა ამას და საბოლოო ჯამში იქ არც რაიმე სიმულირებას აქვს ადგილი. იმ საჯარო ინტერესის მოთხოვნას, რომელიც მითითებული არის ვიდეოს აღწერაში, ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს. თანხმობა რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის მისი ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია არც უფლება დარღვევა არ იარსებებდა, მაგრამ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი თანხმობა არ არსებობდა," - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.  

 

 

დღის ამბები