27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უსმენენ 

დეპუტატები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს უსმენენ. თეა ახვლედიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება.

სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე, სამშვიდობო პილიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ახალი სტრატეგიაზე ისუაბრა.

"2022 წელი განსაკუთრებით იყო დატვირთული ახალი გამოწვევებით, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოს. შერიგების პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა. 

დავიწყეთ კომპლექსური ღონისძიებების გატარება  ქართული ენის პოპულარიზაციისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით. 

ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-ზე მეტი ოჯახი. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 6 სკოლისა და 8 საბავშვო ბაღისთვის. 2021-22 წლისთვის 24,000-მდე სტუდენტს დაუფინანსა უმაღლესი განათლება, რისთვისაც 5 მილიონი ლარი გამოიყო," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი. 

 



დღის ამბები