საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრესის მუზეუმი გაიხსნა - სივრცე, სადაც მე-19 და მე–20 საუკუნის პრესაა თავმოყრილი. მუზეუმში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების ნამუშევრები.
დამთვალიერებელს მათი ნახვის შესაძლებლობა უკვე დღეიდან ექნება. პრესის მუზეუმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართული ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის გაცნობაა.