27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
რატი ბრეგაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფო არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაარღვია. 

"ხელისუფლებამ, კერძოდ, რატი ბრეგაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც რეალურად არის მკვეთრი გამოხატულება, რომ სახელმწიფო არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, არღვევს ადამიანის პირადი სივრცის უფლებებს.

ხელისუფლებამ ასევე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც მათ მიერვე გამოქვეყნებულ კადრებში არის ასახული, რომ მიხეილ სააკაშვილს ისინი არ მკურნალობენ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით, გაუგებარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ვის ინტერესს ემსახურებოდა. ლევან იოსელიანის თქმით, მნიშნველოვანია სამედიცინო დასკვნა.

დღის ამბები