27 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
უკვე მესამედ აიძულეს იუსტიციის სისტემა, რომ ვიდეო ჩანაწერებით ეპასუხა იმ ფეიკ კამპანიებზე, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ წარმოებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პენიტენციური სამსახურის მიერ, გუშინ გამოქვეყნებულ კადრებს აფასებს და ამბობს, რომ უკვე მესამედ აიძულეს იუსტიციის სისტემა,  ჩანაწერები გამოექვეყნებინათ. 

"უკვე მესამედ აიძულეს იუსტიციის სისტემა, რომ ვიდეო ჩანაწერებით ეპასუხა იმ ფეიკ კამპანიებზე, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ წარმოებს. ის ოროთახიანი პალატა, რომელშიც სააკაშვილი არის მოთავსებული, ნახეთ როგორ ეპყრობა  ის სამედიცინო პერსონალს. ეს არის 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა, რომლის გამოჩნდა კადრებში, 2012 წლამდე ან საკანი რას ჰგავდა, ან საავადმყოფოს პალატა რას ჰგავდა, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს - ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი იხსენებდა, რომ საავადმყოფოდან ციხეში დრენაჟით გადაიყვანეს,"- აცხადებს პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები