27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა თავდაცვის უწყების გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს.

უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კოდექსთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

დღის ამბები