27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
ადვოკატის თქმით, კადრების გასაჯაროების თაობაზე სააკაშვილისგან ნებართვა არ აუღიათ, შესაბამისად, ის გამოძიების დაწყებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, კადრების გასაჯაროების გამო, იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს. ადვოკატის განცხადებით, ვიდეო-მასალის გავრცელება პატიმრის უფლებებს არღვევს, რადგან მისი პერსონალური მონაცემები გასაჯაროვდა.

"ნებისმიერი კადრების გასაჯაროების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირისგან, ვის კადრებსაც ასაჯაროებენ, ამიტომ ისინი უნდა მოსულიყვნენ კლინიკა "ვივამედში", კლინიკის ადმინისტრაციასთან ერთად უნდა შესულიყვნენ ბატონ სააკაშვილთან და აეღოთ მისგან უშუალო ნებართვა. ასეთი რამ განხორციელებული არ ყოფილა, შესაბამისად, ეს იყო კანონის უხეში დარღვევა. ამიტომ, მივმართავთ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყონ გამოძიება.

საზოგადოებამ იცის და ნახა, დაპატიმრებამდე რა მდგომარეობაში იყო, ბოლო პროცესებზე გამოდიოდა და იციან როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა საზოგადოებამ გუშინაც ნახა, რომ დამხმარე საშუალებით გადაადგილდება სააკაშვილი და ნახა გონების დაკარგვის 2 ეპიზოდი. ჩვენ ვიცოდით ერთი ეპიზოდი, რადგან სააკაშვილს არ ახსოვდა, გუშინ რასაც ხედავდით, ეს მას არ ახსოვდა, იმდენად ძლიერი იყო გონების კარგვის ეპიზოდი," - ამბობს ადვოკატი.

ამ წუთებში შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კლინიკა "ვივამედში" შევიდა.

დღის ამბები