აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით მსოფლიოს კიდევ ერთი გლობალური პანდემია ელოდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უკეთ ვართ მომზადებული რომ ჯანმრთელობის გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მათ შორის, მომდევნო პანდემიას, რომელიც აუცილებლად იქნება.
ვმუშაობთ COVID -19-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად" - აღნიშნა ბაიდენმა.