27 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა დამწვარი უკრაინული ქალაქისთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება ყოველდღიურად უკიდურესად მძიმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა შეთანხმებაზეც, რომლიც, მისი თქმით, უკრაინის ანტისაჰაერო და საზენიტო სისტემას გააძლიერებს. ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა ტყვეების გაცვლაზეც ისაუბრა.

"აქ ფრონტის ხაზზე სიმშვიდე არ არის, ყოველი დღე უკიდურესად მძიმეა. მით უმეტეს იქ, სადაც ოკუპანტების ტაქტიკა, არტილერიით ანადგურებს ყველაფერს, რაც მათ მიმდებარედაა, ეს ყველაფერი მხოლოდ კრატერებს და ნანგრევებს ტოვებს მიწაზე. ევროპარლამენტისადმი მიმართვაში ვისაუბრე, თუ როგორ ანადგურებს რუსეთი დონბასის ქალაქებს, მათ შორისაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, ბახმუტი. ჩვენ ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს უკრაინას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობებს. ასევე არ ვანელებთ ძალისხმევას რუსული აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისა და ყველა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის მიზნით. ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა დამწვარი უკრაინული ქალაქისთვის, ჩვენი ხალხის განადგურებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები