ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2023 წელს უნდა დასრულდეს, რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება მოქალაქეთა მოსახურების ახალი ცენტრის მშენებლობა, რომელიც მუნციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. მოქალაქეთა მომსახურების რეფორმა, ყველა მუნიციპალური სერვისის ერთ სივრცეში მოქცევასა და მოქალაქეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
ასევე, აქტიურ ფაზაშია გზის მოწყობის სამუშაოები - დოლიძის, ჩოხელის და გონაშვილის ქუცებზეც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. პროექტის მიხედვით, ამ ქუჩებზე ბორდიურების, ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ბეტონის საფარის დაგებაა გათვალისწინებული.