ომის 295-ე დღე - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ენერგოტერორს აგრძელებს. უკრაინელმა სახმედროებმა, ამ კვირის განმავლობაში, მხოლოდ დედაქალაქის თავზე, 13 ირანული დრონის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინელთა თქმით, დრონების შესაძლო სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
სარაკეტო თავდასხმა მოხდა ქალაქ ხერსონზეც. უკრაინელთა ინფორმაციით, რუსების სამიზნე ქალაქის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა უნდა ყოფილიყო. არავინ დაშავებულა.
პარალელურად, უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს ჯამში 20 მილიონი დოლარის ღირებულების მთელი ქონება ჩამოართვა.
„იანუკოვიჩმა ჩაიდინა დანაშაული უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლის წინააღმდეგ", - განაცხადა მოსამართლემ ვლადისლავ დევიატკომ და დასძინა, რომ ის ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოების თანამონაწილეობაში".
ჩეხეთის პარლამენტმა, ჰოლოდომორი უკრიანის გენოციდად აღიარა, ფაქტს ზელენსკიც გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა ჩეხ დეპუტატებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის ინფომრაციით, უკრაინასთან საშობაოდ, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.