27 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და ვინც ამისთვის გაგვაკრიტიკებს, რატომ ვიცავთ ქვეყნის მშვიდობას, რატომ გვინდა ეკონომიკური განვითარება, ყველასთან მზად ვართ საკამათოდ, ვინც არ უნდა იყოს - არჩილ თალაკვაძე

"საქართველოს ხელისუფლებას არცერთხელ არ უთქვამს, რომ ევროკავშირი ითრევს საქართველოს ომში. ჩვენ პასუხს ვცემდით ყოველთვის განცხადებებს, რომელიც გვესმოდა საქართველოში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ვინ თქვა, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩართვა?! ომია, მუშაობს პროპაგანდის მანქანები, დეზინფორმაცია და რა თქმა უნდა, ვიღაც კითხვას რომ გამოთქვამს ან რაღაცას გაგაკრიტიკებს, ეს იმას არ ნიშნავს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აქ თარგმნის. აქ არაფერი ტრაგიკული არ არის. როდესაც ომია და ამდენი დეზინფორმაციის მანქანები ერთმანეთს ეომებიან, შეშფოთება თუ გამოითქვა, ეს არ ნიშნავს, რომ საფუძვლიანია. 

საქართველოს ხელისუფლებას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ევროკავშირი ითრევს საქართველოს ომში. ჩვენ პასუხს ვცემდით ყოველთვის განცხადებებს, რომელიც გვესმოდა საქართველოში. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები პირდაპირ ამბობდნენ ამას და ზოგიერთი მათი მეგობარი პოლიტიკოსი უკრაინიდან პირდაპირ ამბობდა და ამას ვპასუხობდით, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და მშვიდობა. ვინც ამაში გაგვაკრიტიკებს ჩვენ, რატომ ვიცავთ ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და რატომ გვინდა ეკონომიკური განვითარება, ყველასთან მზად ვართ საკამათოდ, ვინც არ უნდა იყოს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები