27 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვართ, ამიტომ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება, არის დაცული ადამიანების უფლებები და გვაქვს 20 ტელევიზია, რომელსაც მაშინდელივით 1 პოლიტიკოსი არ მართავს - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით,  ქვეყანაში  არის ეკონომიკური განვითარება და დაცულია ადამიანების უფლებები, რაც როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს "ქართული ოცნების" დამსახურებაა. 

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ანგარიშს მხარი თავად წარმდგენმა, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმაც არ დაუჭირა. 

"ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვართ, ამიტომ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება, იმიტომ არის ადამიანების უფლებები დაცული, იმიტომ გვაქვს 4-ის ნაცვლად 20 ტელევიზია, რომელსაც მაშინდელივით 1 პოლიტიკოსი არ მართავს. 

დღეს ევროპარლამენტში ანგარიშის კენჭისყრაც ჩატარდა, ვინც ეს ანგარიში წარადგინდა ინიცირება გაუკეთა რეზოლუციასა და ანგარიშს, თვითონ ამ ადამიანმა სვენ მიქსერმა ხმა არ მისცა, ასევე 200-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა მაგ რეზოლუციას. 

ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც დგანან და ეუბნებიან ხალხს, რომ სააკაშვილი თურმე არის დემოკრატიის შუქურა, გვარამია არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი  და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები დანაშაულებრივ პოლიტიკაში - ესენი თურმე არიან მომავლის პოლიტიკოსები. ვისაც სიმართლე აინტერესებს, იმას ჩვენ ვარწმუნებთ და ყველამ იცის აქ რაც ხდება და ვისთან გვაქვს საქმე. 

ევრომთავრობა ამბობს, რომ საქართველოს პროგრესი აქვსო, რეკომენდაციების შესრულებაც დადებითად შეფასდა და პირდაპირი განცხადებები გაკეთდა, რომ საქართველო გახდება კანდიდატი და ბოლოს ევროკავშირის წევრი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები