27 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
პოლარიზაცია მოგვარდება მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაერქმევა თავისი სახელი, ქართველმა ხალხმა პოლარიზაცია დაამთავრა 2012 წელს და თქვა, რომ ეს ხალხი არ გვინდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში - არჩილ თალაკვაძე

ქართველმა ხალხმა პოლარიზაცია დაამთავრა 2012 წელს და თქვა, რომ ეს ხალხი არ გვინდა ჩვენ ხელისუფლებაშიო ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაცია მოგვარდება მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაერქმევა თავისი სახელი.

"პოლარიზაციაა არის ძალიან კარგი ტერმინი, რომლის უკანაც დგას კონფლიქტი, კონფლიქტი რაზეა? - გვეუბნებიან ერთ მაგიდასთან დასხედითო. ჩვენთან პოლარიზაცია, ანუ კონფლიქტი გამოწვეულია იმით, რომ რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით. კონფლიქტი იმაზეა, რომ მეორე პარტია, რომელიც წარსულში ხელისუფლებაში იყო, დღეს ყველაფერს რასაც თვითონ აკეთებდა და რაზეც თვალი  ჰქონდა დახუჭული, დღეს ეს ყველაფერი შემოატრიალეს, რეალობა გადააკეთეს, ტელევიზიებიც აქვთ, ბიზნესიც აქვთ, ფულიც აქვთ როგორც ჩანს არალეგალური, პარტიაც აქვთ და ცდილობენ ისტორია გადაწერონ

კონფლიქტი ორმხრივია, მაგრამ "ქართული ოცნება" რას ითხოვს - როგორც ევროპაშია განხორციელდეს მართლმსაჯულება ბოლოს და ბოლოს და ახალმა ხელისუფლებამ არ იკადროს ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ იკადრა დემოკრატიის სახელით. 

პოლარიზაცია მოგვარდება მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაერქმევა თავისი სახელი. ქართველმა ხალხმა პოლარიზაცია დაამთავრა - 2012 წელს თქვა, რომ ეს ხალხი არ გვინდა ჩვენ ხელისუფლებაში და აღარც გვინდა დაბრუნდნენო, შემდეგ არჩევნებში კი, ყველა ჯერზე ეს თქვა ხალხმა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

 

დღის ამბები