27 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს შეუძლია არამხოლოდ ჰუმანიტარული ნაბიჯი გადადგას მიხეილ სააკაშვილის მისამართით, არამედ საქართველოს ისტორიაში შეასრულოს ისტორიული როლი - ნუგზარ წიკლაური

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საკმაოდ დიდი როლი ეკისრება. მისი თქმით,  ზურაბიშვილს შეუძლია გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და მნიშნველოვანი გადაწვეტილება მიიღოს.

"უთუოდ უდიდესი როლი აქვს ახლა საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონი სალომე არის ევროპაში დაბადებული, ევროპულად აღზრდილი ადამიანი, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე, რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესოდ აცნობიერებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დღეები დასრულდა, ის ევროპული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. ამ ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს აღარ ევროპული პერსპექტივა. მე დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს ესმის ახლა არსებული გარემოება, ესმის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ამიტომ მისი პოლიტიკური როლი ახლა არის უმნიშვნელოვანესი, მას შეუძლია არამხოლოდ ჰუმანიტარული ნაბიჯი გადადგას მიხეილ სააკაშვილის მისამართით, არამედ საქართველოს ისტორიაში შეასრულოს ისტორიული როლი და იხსნას ქვეყანა პირდაპირი რუსული დეგრადაციისგან. ახლა არის საბედისწერო მომენტი და ამ საბედისწერო მომენტის ქვეყნისათვის არიდებაში, ქალბატონ ზურაბიშვილს შეუძლია ძალიან დიდი როლი ითამაშოს ," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა "ღამის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები