27 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო, იწყებდა გარკვეულ სიმულაციებს და ინსცენირებებს - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განაცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლმსაჯულების განხორციელებასაც ხელს უშლიდა.

"ნაჩვენებია, ასევე, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლა. როგორც იცით, ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს პროცესი საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო და მანამდე ეს ადამიანი თავს გრძნობდა კარგად, როდესაც ნახეს, რომ ეს პროცესი არ შედიოდა მათ ინტერესში, დაიწყეს გარკვეული ინსცენირებები და სიმულაციები იმ მიზნით, რაიმე ფორმით ეს პროცესი არ ჩატარებულიყო. ყოველთვის ცდილობენ მსგავსი ხერხებით ხელი შეუშალონ, როდესაც არ აწყობთ. ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება. 

კადრებში არის ვარდნა, რომელზეც უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ, ეს არის სიმულაცია, თუ რასთან გვაქვს საერთოდ საქმე. ასევე, ამ კადრებში, რომელსაც მაყურებელი იხილავს ჩანს, დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალთან, რომელიც არის საკმაოდ აგრესიული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი ღირსეულად აგრძელებდა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, მთელი შეურაცხყოფების კასკადის მიუხედავად, რომელიც გარედანაც ხორციელდებოდა, მათზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, როგორც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ასევე, მედია საშუალებების მხრიდან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

დღის ამბები