27 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ "მწვანეები“  ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პერსონალური სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან ვერ ვხედავენ ამის საფუძველს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადას აკეთებს.

მისი თქმით, "მწვანეებმა" ხმა მისცეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ შესწორებას, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პერსონალური სანქციების წინააღმდეგ წავედნენ, რადგან ვერ ხედავენ ამის საფუძველს.

"ვფიქრობ, შესწორებების უმეტესი ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, რომელიც აუცილებელია რომ მოხდეს. ანალოგიური შემთხვევაა სააკაშვილის განთავისუფლებაც, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობაც უარესდება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ დავუჭირე მხარი ამ შესწორებას.

რაც შეეხება ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, ეს იმ შემთხევავში უნდა მოხდეს, თუ მისი რუსეთან კავშირები დადასტურდება. "მწვანეებმა" თითქმის ყველაფერს დაუჭირეს მხარი რეზოლუციაში. ანგარიშში ბალანსი არსებობს, დაფიქსირებულია კრიტიკაც. მთლიან დოკუმენტს თუ გადავხედავთ აღნიშნულია ბევრი პროგესული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა და შეასრულა. ასევე 12 რეკომენდაციაზეც არის პროგრესი, გარკვეული საკითხები აქაც შესრულდა და ამას ძალიან ვაფასებთ. საქართველოს პროგრესისადმი ოპტიმისტურად ვართ განწყობილი," - განაცხადა მარკეტა გრეგორევამ.

დღის ამბები