ცოტა ხნის წინ, პეკინის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
"კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ამ წუთებში პეკინის გამზირზე კვლავ მუშაობენ სამართალდამცველები. საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დაახლოებით 6 საათზე, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით მან თანხა მოითხოვა, რომლის წაღებაც მოახერხა, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ეს ჯერ უცნობია.
"კურიერი" "საქართველოს ბანკსაც" დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი მოგვიანებით გაავრცელებენ ოფიციალურ განცხადებას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინსუიტროს ოფიციალურ ინფორმაციას, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, ამ დროისთვის კი აქტიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დამნაშავე პირის დასაკავებლად.