27 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
"არ შეიძლება დაზარალებული, ისედაც განადგურებული ოჯახი წლები აცხოვრო ამ რეჟიმში" - ნიკო კვარაცხელიას დედა

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვკელობის საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება. დღევანდელ სხდომაზე, მხარეებმა შესავალი სიტყვით ისარგებლეს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა.

"არის ნაწილი განაჩენის გამოგონებული, რომელსაც უჭერს მხარს ბრალდება. ადამიანი უნდა გასამართლდეს ადეკვატურად, სამართლის და კანონის მიხედვით. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს მოსაზრებებზე გავასამართლოთ, ეგ სხვა საკითხია," – გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

ნიკო კვარაცხელიას დედამ მკვლელობის დამკვეთების გამოვლენა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

"არ შეიძლება დაზარალებული, ისედაც განადგურებული ოჯახი წლები აცხოვრო ამ რეჟიმში. წარმოადგენენ ამ საქმეს უფლებადამცველები ისე, თითქოს არც არაფერი არ მოხდა და ვფიქრობ, რომ გონივრულად დაფიქრდება გენერალური პროკურორი ამ საკითხზე და დაავალებს შესაბამის ორგანოს, რომ ყველაფერი, რაც დევს 9 ტომიან საქმეში და აბსოლუტურად არგუმენტირებულად, მოიკითხავენ ყველაფერს," – ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა.

საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ განაჩენი კანონიერად გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დამყარებულია.

"ბრალდების მხარემ ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ იყო განაჩენი დაუსაბუთებელი უკანონო ან სამართალს მოკლებული. მთლიანად განაჩენი დამყარებულია კანონიერად გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ. დაცვის მხარემ ვერაფერი წარმოადგინა, ამის მოლოდინი გვქონდა და ეს დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომაზე,"  - განაცხადა პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.

საქმის ფარგლებში გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დღევანდელ სხდომას მსჯვარდებულები დისტანიურად ესწრებოდნენ.

დღის ამბები