27 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, მიზეზი ევროპარლამენტარების მიმართვა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

"პრეზიდენტი წყვეტს შიმშილობას და პირდაპირ წაგიკითხავთ მის წერილს თუ რატომ წყვეტს შიმშილობას: "ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს იმისათვის, რომ თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს, ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან, მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა უზრუნველყონ. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდევ ევროპარლამენტარების განხილვაში. იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეანტების დადასტურებულია," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დღის სამ საათზე გამოაცხადა და საკუთარ სასამართლო პროცესებში ჩართვის უფლება მოითხოვა.

 

დღის ამბები