27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ სცემენ პატივს სამართლის უზენაესობას, რაც ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში - კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობა სრულიად მიუღებელია - ირაკლი კობახიძე მიიჩნევს რომ ყველამ, მათ შორის, ეცროპარლამენტარებმა, პატივი უნდა სცენ სამართლის უზენაესობას. 

"ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ,  მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას, გათავისუფლებას, თუ ა.შ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ, განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში.

ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და რაც არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არ სცემენ პატივს ელემენტარულ პრინციპს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, რაც კიდევ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით, კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება, ჰქონდეს შეხება კორუფციას, კორუფციის კუთხით არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში და დებატები, რომელიც გაიმართა, ამის კიდევ ერთი დასტურია,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები