27 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ხმაური საქალაქო სასამართლოს ეზოში - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ 

ხმაური თბილისი საქალაქო სასამართლოს ეზოში - მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ისმოდა შეძახილები, მობილიზებული იყო პოლიცია.

ყოფილი პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ან გადავადებაზე მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს დაინიშნა. პენიტენციური სამსახური სასამართლო განხილვის 30 დღით გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით ეს რვა დღეში მოხდება.

იმის გამო, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დისტანციურად დასწრება, მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს ვერ მოხერხდა. 

"21-ე საუკუნეში, 2 კილომეტრის დაშორებით, როდესაც პატიმარს ვერ ჩავრთავთ და ეს თურმე ტექნიკურად ვერ მოხერხდა, ამაზე შეფასება არის უბრალოდ, სირცხვილია, ანუ იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი და შეუძლიათ მხოლოდ ილაპარაკონ რაღაც კადრების გამოქვეყნებაზე და ჩვენ მოვითხოვეთ ახლა მაგათზე ადრე ეს კადრები და ჩვენ გამოვაქვეყნებთ თუ ასე აქვთ სურვილი.

პენიტენციური თურმე ვარ გაეცნო საქმის მასალებს და ამ დროს, ეს საქმის მასალები ჯერ კიდევ 9-ში იყო წარდგენილი და მოსულები იყვნენ ისინი პროცესის ჩასატარებლად. უბრალოდ, იმ დოკუმენტებში აღმოაჩინეს როგორც ჩანს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მათ პოზიციას აბსოლუტურად აცამტვერებს. ნუ ახლა, გადავიდნენ გაჭიანურების რეჟიმში,“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

დღის ამბები