27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც კლინიკა "ვივამედიდან" ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურ რეჟიმში უნდა ჩართულიყო, თუმცა სხდომის დაწყებისთანავე, მოსამართლისგან ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

​გიორგი არევაძის თქმით, პენიტენციური სამსახურიდან შესაბამის საკითხზე წერილი მიიღეს, რომელშიც განმარტებულია, რომ „პენიტენციური სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.

სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ.

დღის ამბები