27 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენს, თუ არა - მელია

ენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში ჩართვაზე უარი ეთქვა, შეფასებები მოჰყვა. სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან შეკრებილები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი არ არის, ეს არის პროცესი, სადაც უნდა გაირკვეს, ადამიანი გადარჩება თუ არა. 

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ან მისთვის სიცოცხლის მოსპობას. ეს ხომ ასეთი პროცესია? ეს არ არის ჩვეულებრივი პროცესი, სადაც მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს, აქ საკითხი ასეა - ადამიანი ან უნდა გადარჩეს, თუ უნდა მოკვდეს, ყოფნა-არყოფნის საკითხია. ეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც თითქოს ვერ გვარდება, არის წინასწარ განზრახული.

ადეკვატური იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია ყველა ამ ამორალურ, არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილი, მინიმუმ, გახდეს უუნარო, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რო, რომ სახელმწიფოს მიაყენოს ძალიან დიდი მტკივნეული დარტყმა, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის შერჩება.

დეპუტატებმა ოპოზიციიდან პარლამენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენს, თუ არა.“ - აცხადებს ნიკა მელია.

საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება პარლამენტის წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი.

"წესით და რიგით, დღეს არის ქუჩაში დიდი რაოდენობით გამოსვლა პარლამენტარებიან რიგითი მოქალაქეებიანად. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, ეს არის ჩემი გამოკვეთილი პოზიცია,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

დღის ამბები