მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე მცირე განმარტება მედიისთვის გააკეთა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. კლინიკის დირექტორი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვა ტექნიკურად შესაძლებელია და ამისთვის მზად არის ყველაფერი.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს იმას, რომ მისი ჩართვა სასამართლო პროცესზე მოხდეს.
"რამდენადაც ვიცი, მზად არიან რომ ჩაერთოს." - აღნიშნა სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.