27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემისთვის ემზადება - CNN

აშშ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემისთვის ემზადება,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN ორ ამერიკელ ჩინოსანსა და ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემისვე ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში Patriot - ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნისთვის მოსამზადებელ გეგმებს ამთავრებს, რის შესახებაც უკვე ამ კვირას შეიძლება გახდეს ცნობილი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული გეგმა ჯერ პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. CNN-ის სამი თანამოსაუბრის თანახმად, ასეთი ხელმოწერა მოსალოდნელია.

CNN-ი განამრტავს, რომ მას შემდეგ რაც გეგმები საბოლოოდ შეთანხმდება, Patriot - ის სისტემები "უახლოეს დღეებში" გაიგზავნება, ხოლო უკრაინის ძალები წვრთნას გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზაზე გაივლიან.

ცნობისთვის, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი შექმნილია შემომავალი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების, მოწინავე თვითმფრინავების და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.

დღის ამბები