27 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
"სააკაშვილს ელექტრო სიგარეტის მოხმარება გარკვეულწილად შეეზღუდა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ოდენობით მოიხმარდა" - რატი ბრეგაძე

მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იღებს დროულ, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება სიგარეტის ეპიზოდს, კი, ელექტრო სიგარეტი გარკვეულწილად შეიზღუდა, იმიტომ რომ მოიხმარდა ძალიან დიდი ოდენობით,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა "კურიერთან" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ისაუბრა.

რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას იღებს.

"მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და იღებს დროულ, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება სიგარეტის ეპიზოდს - ელექტრო სიგარეტი გარკვეულწილად შეიზღუდა იმიტომ, რომ მოიხმარდა ძალიან დიდი ოდენობით.

ადვოკატი ამბობს, რომ სიგარეტის შეზღუდვა ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება საავადმყოფოში და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ყოფილა წამება. ამ ლოგიკით ცდილობენ რომ გავიდნენ ფონს. საუბრობენ იმაზე, რომ სიგარეტის შეზღუდვა ავადმყოფი ადამიანისთვის საავადმყოფოში არის წამება. როგორც სიგარეტის შეზღუდვა შეიძლება იყოს წამება, ისე შეესაბამება სიმართლეს მთლიანი სურათი, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

დღის ამბები