27 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ახლა რა პროცესშიც ვიმყოფებით, ეს არის ევროინტეგრაციის პროცესი. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ მიზანმიმართულად ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოს ვინმეს აწამებენ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბერაგაძემ "კურიერთან" ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთა.

"ბოლო დროს ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც საკმაოდ ფართო მასშტაბებს იძენს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში ქართველი ხალხი და სახელმწიფო მაქსიმალურად იყოს დაცული დეზინფორმაციისაგან

"რაც შეეხება უშუალოდ გავრცელებულ ფოტოს, ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატისგან, რომ ცენტრ "ემპათიის" მიერ მომზადებული დასკვნა კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. ცენტრი ატარებდა ექსპერტიზას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და ამ მიზნით, ჩვენ მივეცით მათ საშუალება ჩამოსულიყვნენ მათ შორის უცხოელი ექსპერტებიც, რომლებიც შესაბამის კვლევებს ჩაუტარებდნენ პაციენტს და შემდგომ დადებდნენ დასკვნას. სწორედ ამ პერიოდში არის ეს ფოტო გადაღებული ექსპერტის მიერ, რომელიც ჩვენგან სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო გამოქვეყნდა. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ საუბარი, რომელიც ვითომ სასწაულებრივი გზებით იქნა მოპოვებული სანდო წყაროსგან და რომელიც შემდეგ გავრცელდა, საუბარი ექსპერტთან. მსჯავრდებული სააკაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, თითქოსდა იგი აწამეს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს - შეგნებულად ხდება დასკვნიდან ცალკეული მომენტების ამოღება და გამოქვეყნება. საბოლოო ჯამში ხდება სურათის იმგვარად წარმოდგენა, თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი და ცდილობენ სახელმწიფოსგან ჩამოყალიბდეს მტრის ხატი. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩვენ ვერ დავუშვებთ, ჩვენ გვაქვს საქმე განსხვავებულ რეალობასთან. სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლების უზრუნველსაყოფად გააკეთა ყველაფერი, დაწყებული ჯანმრთელობის უფლებიდან, დასრულებული ყველა სხვა უფლებით, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ასევე ვიხილეთ იგივე სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლა, თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფა",- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, ამ შემთხვევაში, ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები. 

"ჩვენ ვიხილეთ მათ შორის სასამართლო პროცესისისთვის ხელის შეშლა, როდესაც "ვივამედში შესული იყო პროკურორი, კონკრეტულად უკანონო საზღვრის კვეთის საქმეზე და იქ მსჯავრდებულმა მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი, რომ ეს პროცესი არ ჩატარებულიყო, რადგან ბუნებრივია, ეს არ შედიოდა მათ ინტერესებში. ეს არის მანიპულაციური ხასიათის კამპანია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ და ასევე მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ახლა რა პროცესშიც ვიმყოფებით, ეს არის ევროინტეგრაციის პროცესი. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ერთად უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს, ამ შემთხვევაში, ჩვენ მიზანმიმართულად ვხედავთ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს საქართველოში ირღვევა ადამიანის უფლებები და თითქოს ვინმეს აწამებენ. რაც ყოვლად დაუშვებელია და ამ ყველაფერს ბუნებრივია შესაბამის მოქმედებებს დავუპირისპირებთ. 

 

 

დღის ამბები