27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
"უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია" - რა წერია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში

ბრიუსელი საქართველოს კიდევ ერთ მხარდამჭერ განცხადებას უგზავნის. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

საბჭო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად იმ რეფორმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს, რომლებიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციაშია გაწერილი. დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

საქართველოსთვის ჯერ უნდა გაიღოს, ბოსნია-ჰერცოგოვინიასთვის კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გარანტირებული უკვე ორ დღეში იქნება. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ევროპის საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს, თუმცა ევროპის სახელმწიფოს იმ პირობების დიდი სია აქვს შესასრულებელი რომელიც ევროკომისიამ გაუწერა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროკავშირის წევრობის სურვილი კი ბოსნია-ჰერცოგოვინიამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოხატა.

სამიტი გადაწყვეტილებას დაამტკიცებს 15 დეკემბერს. ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ ოქტომბერში გამოაცხადა, რომ ბოსნიამ უნდა შეასრულოს იმ პირობების დიდი სია, რომლებიც დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებას გულისხმობს ქვეყანაში, რომელსაც მოუწევს სასამართლოს სისტემის რეფორმირება, კორუფციასთან ბრძოლა და საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება, რათა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ბოსნია ჰერცეგოვინამ 2003 წელს განაცხადა, რომ სურს ბლოკის წევრობა, მაგრამ მისმა ეთნიკურმა ლიდერებმა ქვეყანაში უთანხმოების დაძლევისა და საჭირო რეფორმების გატარების დიდი სურვილი არ გამოხატეს.

"კიდევ ერთხელ ვგზავნით სიგნალს, რომ გვინდა ევროკავშირის გაფართოვება, როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების გზით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გეოპოლიტიკურად რთულ და დაძაბულ სიტუაციაში. ჩვენ ვემხრობით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბოსნია-ჰერცოგოვინასთვისაც. გვჭირდება პროგრესი უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ევროკომისიამ განაცხადა, საკითხზე მომზადებულ ანგარიშს მომავალი წლის დასაწყისში წარადგენს, რომელიც შემდეგ საბჭოს გადაეგზავნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია უკრაინისთვის, რომ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ როგორ მუშაობენ ისინი ევროინტეგრაციის მიმართულებით ამ მძიმე საომარ ვითარებაშიც კი," - განაცხადა  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანიმ.

"ხორვატია მუდამ ევროკავშირის გაფართოების პროცესის მხარდამჭერი იყო. დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყნისა და ახლა უკვე უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის, რომელთა ევროპული გზაც დადასტურდა. გვჯერა,რომ გაფართოება არის უსაფრთხოებაში ინვესტირება, ეს მთელი კონტინენტის სტაბილურობაზე მოახდენს გავლენას. ეს რომ მოხდეს, ერთმანეთს ორი მოცემულობა უნდა დაემთხვეს: ერთის მხრივ უნდა გვქონდეს დამაჯერებელი გაფართოების პერსპექტივა თითოეული ამ ქვეყნისთვის და თავად ამ ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ მთელი ძალისხმევით, რეფორმირებით, ევროპულ ღირებულებებთან და პოლიტიკასთან დაახლოებით," - განაცხადა ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელოკ-ზგომბიჩიმ.

"სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ჩვენი დემოკრატიული ოჯახის ნაწილი უნდა იყოს. სრულიად პირველად უკრაინა, მოლდოვა და საქართველო იქნებიან ევროკომისიის დასკვნებში. ევროკავშირის გაფართოება ჩვენი გაერთიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზეზების გამოა სასიცოცხლო მნიშვნელობის. ვემხრობით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბოსნია-ჰერცოგოვინასთვისაც. ეს მისცემს ბიძგს პოლიტიკოსებს, რომ პროევროპული რეფორმები გაატარონ," - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ანდრეი სტანჩოკიმ

დღის ამბები