თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს. შესაბამისად, მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყნის მთავარი აეროპორტის განახლებისა და ახალი ტერმინალების ასაშენებლად მსხვილი ინვესტორები მოიზიდოს.
ბათუმის აეროპორტის გაფართოების მიზნით, მთავრობა ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს.
ახალი ტერმინალები, გამართული ინფრასტრუქტურა და საოპერაციო არეალის გაფართოება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის - ასეთია ეკონომიკური გუნდისთვის მიცემული დავალება.
საერთო ჯამში, ქვეყანას ორივე აეროპორტის სრული რეაბილიტაციისა და თანამედროვე სტანდარტებში მოსაქცევად განზრახული აქვს 500 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა. ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესის დაინტერესებას გეგმავს ქუთაისის აეროპორტითაც, რომლის პოტენციალი მგზავრების გადაზიდვის კუთხით ასევე მზარდია.