საუკეთესი მსროლელი - ერთ-ერთია ოქროს გლობუსის ნომინაციაში, რომელიც წლის საუკეთესო მხატვრული ფილმი - დრამა კატეგორიაში იბრძოლებს. 36 წლიანი პაუზის შემდეგ, ეკრანებზე ფილმი მეორე ნაწილი დაბრუნდა, სადაც მთავარ როლს კვლავ ტომ კრუზი ასრულებს. ამავე კატეგორიაში გამარჯვებისთვის ჯეიმს ქემერონის - "ავატარი" იბრძვის.
წარმატების მოლოდინშია კიდევ სამი ფილმი - ფაბელმანები, ელვისი და "ტარი". ტარი კლასიკური მუსიკის სამყაროში განვითარებულ მოვლენებზე გვიამბობს. ფილმში ქალის მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს, რომელიც მსახიობი ქალის როლის საუკეთესო ჯილდოს ნომინანტია. ამავე კატეგორიაში მისი კონკურენტები ოლივია კოლმანი, ვაიოლა დევისი, ანა დე არმასი და მიშელ უილიამსი არიან.
ოქროს გლობუსზე კაცის საუკეთესო როლისთვის წარდგენილია ჰიუ ჯეკმანი. 54 წლის მსახიობი მხატვრული ფილმის " the son" მთავარი გმირია. მასთან ერთად "ოქროს გლობუსის" მოსაპოვებლად კიდევ ოთხი მსახიობი იბრძვის, - ოსტინ ბატლერი, ბრენდან ფრეიზერი, ბილ ნაი და ჯერემი პოპი.
ნომინაციაში "კომედია ან მიუზიკლი" ხუთი ფილმია წარდგენილი. სევდის სამკუთხედი, შუშის ხახვი, "ყველა და ყველაფერი ერთდროულად " The Banshees of Inisherin " და ბაბილონი. ((შუმი ))
სწორედ ეს ფილმი მოექცა წელს კინოკრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. სურათში საუკეთესო შესრულებული კაცის მთავარი როლისთვის, დიეგო კალვა დასახელდა. მეორეხარისხოვანი როლის ნომინანტი კი ბრედ პიტია. ამავე ფილმის, ქალის საუკეთესო შესრულებისთვის, - მარგო რობია წარდგენილი.
"ოქროს გლობუსი" ნომინაციაზე წელს ოთხი საუკეთესო რეჟისორი დასახელდა. ჯეიმს ქემერონი, ბაზ ლურმენი, მარტინ მაკდონაჰი და სტივენ სპილბერგი.
საუკეთესო ანიმაცია, უცხოენოვანი მხატვრული ფილმი, სცენარი, მუსიკა და გრიმი - 23 ნომინაციაში ათობით ნამუშევარი იბრძვის.
სერიალების კატეგორიაში წარმატების მოლოდინი "ჰაუს ოფ დრეგონს" აქვს. "სამეფო კარის თამაშების" გაგრძელება, რომელის სცენარიც სამეფო ოჯახის პრე ისტორიას ყვება.
რიგით მე-80 ოქროს გლობუსის გამარჯვებულები 11 იანვარს გამოვლინდება.