27 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
წუთიერი დუმილით გახსნილი პლენარული სხდომა და განცხადებები სესიაზე - რა პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმოდა პარლამენტში

პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა უკრაინაში დაღუპული 6 მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრეს. თემა რამდენიმე წუთში ურთიერთბრალდებების მიზეზად იქცა. ოპოზიციის ნაწილმა, მმართველი გუნდი უკრაინაში ქართველ მებრძოლებზე გაკეთებული განცხადებების გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. "ოცნებას" დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციის მიერ მომზადებული - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც შეახსენა.

უკრაინაში მებრძოლებს სააკაშვილის თემა მოყვა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ" მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხიმგებლობა კიდევ ერთხელ დააკისრა მმართველ გუნდს, უმრავლესობამ კი საპასუხოდ ისევ სააკაშვილის მმართველობა გაიხსენა.

სხდომაზე მსჯელობის საგანი გახდა - მთვარობის სხდომაზე დაანონსებული ინიციატივები. პრემიერმა გუშინ განაცხდა, რომ აშენდება ანაკლიის პორტი, ახალი ჰესების და თავდაცვის ძალებში სავალდებულო სამსახურის რეფორმაც განხორციელდება.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ პროექტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს.

პოლიტიკური განცხადებებით დღეს 31 დეპუტატმა ისარგებლა. გამოსვლები 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რის შემდეგაც სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

 

დღის ამბები