27 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
უპრეცედენტო კორუფციული სკანდალი ეროპარლამენტში - ჩხრეკა დეპუტატების ოფისებში, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ვიცე - პრეზიდენეტი და ათამდე ეჭვმიტანილი

19 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა - ევროპარლამენტის ოფისები, მასშტაბური კორუფციული სკანდალი ევროპაში და ჩხრეკის მორიგი სერია. ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარების სახლებიდან ასობით ათასი ევრო ამოიღო. თავისუფლების გარდა, კორუფციულმა სკანდალმა ევა კაილის, ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაც შეიწირა. 625-1-ის წინააღმდეგ - ასეთია სტრასბურგში საგანგებო კენჭისყრის შედეგები. სირცხვილი, დიდი ლაქა და სამწუხარო შემთხვევა - ასე აფასებენ ევროპელი კანონმდებლები "კურიერთან" ევროპარლამენტში მომხდარ მაშტაბურ კორუფციულ ფაქტს.
 
დღესვე, საგანგებო კენჭისყრის შემდეგ, ევროპარლამენტში, საგანგებო დებატებიც ჩაინიშნა. ევროპელმა კანონმდებლებმა იმ რეფორმების გატარების აუცილებლობაზე იმსჯელეს, რითაც მომავალში კორუფციის პრევენცია იქნება შესაძლებელი.

ევა კაილის გარდა, რომელსაც საპარლამენტო მანდატი უკვე შეუჩერდა, კორუფციასა და კატართან გარიგებაში ევროპული გაერთიანების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებიც არიან ეჭვმიტანილი. საქმეზე ჯამში 6 პირია დაკავებული.

ბერძენი ევროპარლამენტარი და წარსულში ტელეწამყვანი, რომელსაც ბრალს კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში სდებენ, სოციალისტური პარტიის, პასოკის წევრია. კაილი უკვე გარიცხეს პოლიტიკური გაერთიანებიდანაც. ევროპელი კანონმდებელი ბოლო პერიოდში აცხადებდა, რომ კატარი მუშათა უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, მაშინ როცა იქ დაფიქსირებულმა არაერთმა დარღვევამ მსოფლიოს სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

პროკურატურაში ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში, პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვის გეგმა ჰქონდა. მტკიცებულებებს აგროვებს ევროკავშირიც.

კატარი ბრალდებებს უარყოფს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროპა, რომელსაც ამ ეტაპზე პუტინის ომის გამო ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიკაცია უწევს, კატარს პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს. ქვეყანა მსოფლიოში გაზის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

დღის ამბები