27 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
არცერთ პატიმარზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო ვალდებულებები პირნათლად სრულდება, არ შეიძლება, გადიოდეს ქვეყნის ბედი, ტყუილზე დაფუძნებული შეკვეთილი სტატიები ურტყამს სახელმწიფოს - მამუკა მდინარაძე

არცერთ პატიმარზე, რომლის წინაშეც სახელმწიფო ვალდებულებები პირნათლად სრულდება, არ შეიძლება, გადიოდეს ქვეყნის ბედი, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, არავინ აყენებს ეჭვქვეშ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასჯელის კანონიერებას.

"არავინ საუბრობს სასჯელის კანონიერებაზე, ეჭვქვეშ არავინ აყენებს ამას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს არა მხოლოდ ამ პატიმრისთვის, არამედ ყველა პატიმრის უფლებებზე ზრუნავს. ვფიქრობთ, ეს დაკავშირებული  პიარკამპანიასთან, მაგალითად, ლობისტების, პიარშიკების დაქირავებასთან ოჯახის თუ პარტიის მიერ, რომლებსაც ავადმყოფობა უნდა გაეპიარებინათ. თუ წინა რვა თვის განმავლობაში სულ 10-15 მედიასაშუალება დაინტერესდა, ახლა ერთი კვირის განმავლობაში დაინტერესდა 30-ზე მეტი მედიასაშუალება. ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, რომელშიც ფულია გადახდილი, როგორ კლავენ, წამლავენ პრეზიდენტს. სიცრუეზეა დაფუძნებული ეს სტატიები. ეს არის პიარი, რომელიც ურტყამს სახელმწიფოს და რომლის საფუძველიც არის ტყუილი," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები